საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას საქართველოზე კონტროლის დამყარების გეგმაზე ხელი არ აუღია. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი, რუსი მაღალჩინოსნების რიტორიკა და მათი საქართველოსადმი დამოკიდებულებაა. პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს ამოცანა რუსეთის წინსვლის შეჩერება და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად, დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.
სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საერთაშორისო სარბიელზე ვითარება პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, შეცვლილია, რუსეთის მხრიდან საფრთხე მაინც არსებობს. ამიტომ, მისი თქმით, საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა მათი წინსვლა შეაჩეროს და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს.
"კარგად ვიცით, რომ მტერს თავის ზრახვებზე ხელი არ აუღია. საკამარისია შეხედოთ რიტორიკას, იმ საინფორმაციო ომს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ყოვლდღიურად ხორცილდება. რამხელა დროს უთმობენ ჩვენს ქვეყანას, რა პროცესები მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ მათ არა თუ ხელი არ აღუათ საქართველოს გაკონტროლების გეგმაზე, არამდე ამაზე ინტენსურად მუსაობენ. მათ გამოცხადებული ჰქონდათ 2008 წელს, რომ კვირეების და თვეების საქმე იყო საქართველოს დამხობა, პირადად მე არაერთხელ მიწოდეს პოლიტიკური გვამი, იყო სხვადასხვა მუქარები, მაგრამ ამის ფონზე არაფერი, რომ არ აუსრულდათ მათი შეფასებით ეს არის მათი დიდი სისუსტე და ამ მხრივ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელი გაუტყდათ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ვერ დაიპყრეს და დაიმონეს. ჩვენ ეს ვიცით. ასევე ვიცვით ის, რომ საერთაშორისო ვითარება არის შეცვლილი, ეკონომიკური სიტუაცია არის შეცვლილი, ამგვარად ადვილი არ არის მათი სანუკვარი ოცნების ახდენა. მაგრამ კარგად გვესმის, რომ ეს საფრთხე კიდევ არსებობს. ამგვარად, ჩვენი ამოცანა მათი წინსვლის შეკავება და საბოლოო პოლიტიკური ამოცანა კი არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია", - განაცხადა პრეზიდენტმა.