თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის ჩაქრობა თითქმის დასრულებულია, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლი აღმაშენებლის #60-ში მდებარე ისტორიულ შენობას გაუჩნდა.
"სამწუხაროდ, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ გამორჩეულ შენობას თბილისში, ეს არის ისტორიული ძეგლი. მობილიზებულია ქალაქის ყველა სამსახური და ხანძრის ჩაქრობა თითქმის დასრულებულია. კარგი არის ის, რომ ამ შენობაში არავინ ცხოვრობდა, არც მიმდებარე შენობებში. მარცხნივ არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, მიმდებარედ, მეორე მხარეს კი ე.წ. „მიხაილოვის საავადმყოფო", - განაცხადა ჩიკვილაძემ.
მისივე ინფორმაციით, შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ.