თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 10:00 საათზე მსახიობსა და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმის დაკითხვას და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას გეგმავს.
ცნობისთვის, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული: ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯამოვი.
ბექა კირვალიძე ცემის ფაქტს აღიარებს, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ისინი როსტომაშვილის ცრუ ჩვენებას ეწირებიან.