ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს რუმინული მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ.
პრეს და გაცნობით ტურში 15 ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა თბილისი, გორი, უფლისციხე, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი, დარიალის ხეობა, თელავი, სიღნაღი, ალავერდი და წინანდალი მოინახულეს, ხოლო გაცნობითი ტურის მონაწილე ტუროპერატორებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და გუდაური.
ტურის მონაწილეებს ძველთბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. პრეს და გაცნობით ტურები საქართველოს მიმართულებით ახალ ავია რეისს დაემთხვა.
რუმინულმა ავიაკომპანიამ ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით ტურისტების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები შეასრულა. რუმინელი ტურისტები განსაკუთრებით ინტერესდებიან საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებით.