აჭარაში 2018-2019 წლებში 10 ახალი სასტუმროს გახსნა იგეგმება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროებს შორისაა Courtyard by Marriott, Babylon Tower, Swissotel, Le Meridien, Interstate Hotels and Resorts, Pulmann Hotels & Resort, Wellness Resort & Spa on Mtsvane Kontskh, Ramada Resorts, Metro Sky Tower, Twin Tower.
სასტუმროების გახსნის შედეგად, აჭარას 2039 სასტუმრო ოთახი შეემატება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს რეგიონში 4 სასტუმრო Wyndham Batumi, Sky Tower Hotel Batumi, Hotel Irepalace Batumi და Best WESTERN Plus Batumi გაიხსნა. აჭარას 342 ახალი ოთახი და 682 საწოლი ადგილი შეემატა.
საქართველოში არსებული განთავსების რადენობის მიხედვით, აჭარა რეგიონებში მოწინავე პოზიციებზეა.
განთავსების რაოდენობის 13.6% ანუ 267 განთავსების ადგილი აჭარაზე მოდის, სწორედ ამ რეგიონშია სასტუმრო ოთახების 19%, ანუ 5 237. რაც შეეხება საწოლი ადგილების რაოდენობას, აჭარის წილად მოდის 12 126 ადგილი, ანუ ქვეყანაში არსებული საწოლი ადგილების 18.4%.