24 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ წინასწარ იდენტიფიცირებულ კომპანიებთან და სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რაც 10 000 ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
B2B შეხვედრები ასევე კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ სერვის პროვაიდერებს მოახდინონ თავიანთი მომსახურების პოპულარიაზაცია და განახორციელონ კომერციული გარიგებები.