ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები 1,289.4 ათასი ლარით გაიზარდა , ბიუჯეტის გადასახდელები კი 6,800.4 ათასი ლარით გაიზარდა.
ცვლილების საფუძველზე გათვალისწინებულია ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის (KFW) პროექტის თანადაფინანსება, ლადო ასათიანის ქ. #27-ში არსებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა, აეროპორტის გზატკეცილის კონკრეტული მონაკვეთის კეთილმოწყობა, ზედაღელის ქუჩაზე დამცავი კედლის მოწყობა, 9 აპრილის მემორიალისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება.