რუსული „ლოუ-კოსტერი“ Pobeda სანკტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების დაწყებას გეგმავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ფრენების განახლება 28 მარტიდან იგეგმება. რეისები კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მიმართულებით ფრენების დაწყებისთვის Pobeda-ს ჯერჯერობით არ მიუმართავს.
აღსანიშნავია, რომ Pobeda ქართულ ბაზარზე 2016 წლის ბოლოდან შემოვიდა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda რუსული აეროფლოტის ჯგუფის წევრია. კომპანიის მფლობელობაში ამ დროისთვის 12 ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდი შედის და ის რეგულარულ ფრენებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს.