კომპანია „ამერი დეველოპმენტი“ თბილისში სასტუმროს ააშენებს. ამ მიზნით კომპანიამ ოთარ ჭილაძის ქუჩა N9 მდებარე 3668.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3,8 მლნ ლარად შეიძინა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვეში მინიმუმ არანაკლებ 80 ნომერზე გათვლილი სასტუმრო და თანმდევი ინფრასტრუქტურა ააშენოს.
პროექტის განხორციელებაში „ამერი დეველოპმენტს“ მინიმუმ 10 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.