დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს- მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე (მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.