დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“ სასტუმრო აშენდება. პროექტის განსახორციელებლად კომპანია „ვერტექსმა“ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უკვე ელექტრონულ აუქციონზე შეიძინა, რაშიც 18 თვის განმავლობაში 1 მლნ 706 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განაშენიანება მოახდინოს და სასტუმროს კომპლექსი ააშენოს.
აუქციონის პირობების მიხედვითვე, „ვერტექსმა“ პროექტში მინიმუმ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.