სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად შესულია 97 606 037 ლარი, აქედან ძირითადი აქტივებისა და მიწის პრივატიზებიდან 64 622 815 ლარი, რაც იმას ნიშნავს რომ პრივატიზების გეგმა 108%-ით შესრულდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს პრივატიზებულია 97 949 476,03 ლარის ღირებულების ქონება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საერთო სახელმწიფოებრივი გეგმით პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 90 000 000 ლარის მობილიზება, ძირითადი აქტივებისა და მიწის პრივატიზებიდან კი 60 000 000 ლარის მობილიზება.