ჩრდილოეთ ოსეთის პროკურორმა დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ფორმირებებისა და უსაფრთხოების უფროსის ედუარდ გაბოზოვის მიმართ იყო აღძრული საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდების მუხლით. ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარინა გრიდნევამ გააკეთა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ედუარდ გაბოზოვმა, იყო რა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით დაკავებული იყო სახელმწიფო საიდუმლოების მნიშვნელობის მქონე ცნობების შეგროვებისა და გადაცემით. ასე, 2004 დან 2009 წლამდე პერიოდში იგი გასამრჯელოს სანაცვლოდ საქართველოს სპეცსამსახურებს აწვდიდა ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და "ეფ-ეს-ბეს" შეიარაღებული ძალების რაოდენობის, ხარისხის, დისლოკაციის ადგილებისა და გადაადგილების შესახებ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული ინფორმაცია კი რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოიყენებოდა", _ განაცხადა გრიდნევამ.
მან ასევე დააზუსტა, რომ საქმე ჩრდილო ოსეთის უმაღლეს სასამართლოშია გადაცემული. გაბოზოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.