ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, უცნობმა პირმა ,,ვითიბი ბანკის” ცენტრალური კარი შეამტვრია, თუმცა ბანკის თანამშრომლების განცხადებით, თავდამსხმელებმა თანხის წაღება ვერ მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.