თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ცნობისთვის, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯამოვი.