ჟენევის სასამართლომ Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც მისი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მაქინაციების წარმოება ედებოდა ბრალად, დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ 54 წლის ბანკირი დამნაშავედ ცნო და განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად მან 30 მილიონი ფრანკი მიითვისა.
სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დააკისრა.
ცნობისთვის, ლესკადრონი 2015 წლის იანვარში დააკავეს, მას შემდეგ რაც პროკურორებმა დაიწყეს იმის გამოძიება, თუ როგორ აწარმოებდა ის უკანონო შესყიდვებს და აყალბებდა დოკუმენტაციას, რათა თავისი კლიენტებისთვის დანაკარგები დაემალა.