იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან 15 და 16 წლის არასრულწლოვნები გაწერეს.
კლინიკის ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, ერთ-ერთ არასრულწლოვანს თავზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო მეორეს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა.
დაშავებულების თქმით, მათზე თავდასხმა დიდუბეში, ერთ-ერთ სტადიონთან მოხდა. მათივე განცხადებით, მათზე თავდასხმა დაახლოებით, 30-მა მოზარდმა განახორციელა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 2 მათგანი დაშავდა.