საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას 300 მეტი სტუმარი ესწრებოდა. ტურიზმის დარგის წარმომაგენლებს გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის ტურისტული მონაცემები გააცნო.
გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით „ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სექტორია, 2017 წელსსაქართველომ 7,554,936 საერთაშორისომოგზაურსუმასპინძლა, რაც 1,194,433-ითმეტია 2016 წელთანშედარებით. (ზრდა+18.8%) 2017 წელსჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან 2 მილიარდ 750 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 27%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. ეს არის უპრეცენდენტო, რეკორდული მაჩვენებელი და ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვავითაროთ ტურიზმი და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამსფეროს. „
კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შედგა ყველა იმ პროექტზე რომელიც ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა.
„ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების და არსებული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში, ზაფხულის და ზამთრის სეზონების შესახებ ჩავატარეთ აქტიური ინტერნეტმარკეტინგული კამპანიები, რაც ჩვენმა პარტიორმა, კორპორაცია Google-მა წარმატებულად შეაფასა.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით მოვიწვიეთ ასობით საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი. ტურიზმის ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები მცირე ინფრასტუქტურის მიმართულებით, ეს არის სამთო-საფეხმავლო ბილიკების კვლევა და მონიშვნა, მანანათობელი კონსტრუქციები, სასურათე ჩარჩოები და ა.შ. მომსახურეობის ხარიხისგაუმჯობესების მიზნით გადამზადების კურსი ჩაუტარდა ტურიზმის ინდუსტრიის ათასზე მეტ წარმომადგენელს“, - განაცდა გიორგი ჩოგოვაძემ.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.