ვარკეთილში ზემო პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის) მუხლებითაა აღძრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.