ლერმონტოვის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ლერმონტოვის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ,,ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩხრეკისას ჩანთიდან ამოუღეს ხანჯლის ტიპის ცივი იარაღი და დოკუმენტები. ჩხრეკა ამ წუთებშიც გრძელდება. დაკავებული სავარაუდოდ, სასტუმრო ,,იოტაში" ცხოვრობდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.