ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” წარმომადგენლებისთის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს თავდებში ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ და ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართეს, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ბრალდებულებმა დღევანდელ პროცესზე პოზიცია შეცვალეს და ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებენ, თუმცა საბრალდები სსსკ-ის 221-ე მუხლს არ ეთანხმებიან და 203-ე მუხლით შეცვლას ითხოვენ.
საქმის არსებითი განხილვა 22 თებერვალს ჩაინიშნა.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.