გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ესროლა, იდენტიფიცირებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
„არ არის სიმართლე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით ვერაფერს მოგაწვდით“, - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს“ უწყებაში.
სამართალდამცავებმა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში დაასრულეს. საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია ასევე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და დიღმის ტყე-პარკში.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს გუშინ დაესხნენ. სროლის შედეგად, მოკულია ნოდარ გუგეშაშვილი, დოდო გუგეაშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.