დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურორების რეპლიკის მოსმენა არ ისურვა. მან სასამართლოს სთხოვა დარბაზიდან გასულიყო და მხოლოდ მის საბოლოო სიტყვაზე შემოსულიყო.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი მიმდინარეობს. მხარეები რეპლიკის ეტაპზე არიან.