საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ წილის 100% -ის შეძენის წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „სილქნეტმა“ და შპს„ჯეოსელმა“, სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ წილის 100%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღებისმოთხოვნით, ერთობლივი განცხადებით მიმდინარე წლის 29 იანვარს მიმართეს. გამომდინარე იქიდან, რომტრანზაქციაში მონაწილე ორივე ეკონომიკური აგენტი ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირსწარმოადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ, როგორც საცალო ბაზრის, ისემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, 6 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენისგამოკვლევის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კვლევის პროცესში კომისია ავტორიზებული პირებისგან საჭირო დოკუმენტაციას გამოითხოვს. კომისიაშიმოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენის შემთხვევაში, კომპანიებისთვის თანხმობის მიცემისშესახებ გადაწყვეტილებას კომისია მაქსიმუმ სამი თვის ვადაში მიიღებს.
საკითხის ზეპირი მოსმენა 2018 წლის 6 მარტს 15 საათზე გაიმართება.