ავიაბაზარზე პილოტების დეფიციტია. ჯერ კიდევ 2016 წელს Boeing-მა „იწინასწარმეტყველა“, რომ 2020 წლის განმავლობაში მსოფლიო ავიაციას 620 ათასი პილოტი დასჭირდებოდა. თუმცა უკვე დღეს ეს დეფიციტი ბაზარზე შესამჩნევია, განსაკუთრებით აზიაში.
სწორედ ამიტომ ჩინურმა ავიაკომპანიება პილოტებისათვის წელიწადში 0,5 მლნ დოლარის ხელფასის შეთავაზება დაიწყეს.
იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული დეფიციტი აღმოიფხვრას აზიური ავიაკომპანიები აქტიურად ასაქმებენ ქალ პილოტებს. დღეისათვის მათი წილი მსოფლიო ავიაციაში 3%-ია.