“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მიესალმა 2017 წლის განმავლობაში მიღწეულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრამას და მის მიმდინარეობას, რომელმაც, ერთი მხრივ, ქვეყნის მდგრადობა გაზარდა და მეორე მხრივ, ევროკავშირს მისცა შესაძლებლობა, ჩაერიცხა საბიუჯეტო დახმარება 48 მლნ ევროს ოდენობით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ბრიუსელში გამართულ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულმა პოზიტიურმა შედეგებმა საქართველოსა და ევროკავშირს მისცა დახმარების ახალ პროგრამაზე მუშაობის შესაძლებლობა, რომელიც 2017 – 2020 წლებზეა გათვლილი და 450 მლნ ევროს შეეხება.