რუსთავში, 22 წლის მამაკაცის, ლევან ვასაძის დაჭრის ფაქტზე მისივე თანატოლი გოგონას ბათუმში დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ.
„ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და რომ დამანაშავის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე ხორციელდება.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ის დაკავებული არ არის. რა თქმა უნდა, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება“, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის მოტივი ეჭვიანობაა.
გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.