საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდეგი მიმართულებებით აქტიურად ითანამშრომლონ: შესაბამისი საქმის მოკვლევის დროს წარმოშობილი საჭიროების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ, მის ხელთარსებული ფინანსური ანგარიშგებების სააგენტოსათვის მიწოდება; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში სააგენტოს მიერ გამოვლენილ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევასთან/შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება; კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, ბარიერების შემცირების/აღმოფხვრის მიზნით, კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში მონაწილეობა; შესაბამის სფეროში, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და დარღვევათა პრევენციის მიზნით, შესაბამის სფეროში, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, დაგეგმვა, განხილვა, ანალიზი და ა.შ. ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზანია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში თავისუფალი კონკურენციის დაცვა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა.