ირლანდიური „ლოუკოსტერის“ Ryanair-ის მოგება 2018 წლის მესამე ფინანსურ კვარტალში 12%-ით გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, კომპანიის წმინდა მოგებამ ოქტომბერ-დეკემბერში 105,6 მლნ ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 94,4 მლნ ევრო.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები 4%-ით, 1,405 მლრდ ევრომდე გაიზარდა, ეს იმ ფონზე როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები 1,345 მლრდ ევროს შეადგენდა.
იმავდროულად Ryanair-ის რეისების დატვირთულობის მაჩვენებელი 95%-დან 96%-მდე გაიზარდა. ოქტომბერ-დეკემბერში ავიაკომპანია სულ 30,4 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა მაჩვენებლებს 6%-ით აჭარბებს.
საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში Ryanair-ის ავიაბილეთების საშუალო ღირებულება 4%-ით გაიაფდა.
დღეისათვის Ryanair რეისებს მსოფლიოს 34 ქვეყნის, 210 აეროპორტიდან 1,8 ათასი მიმართულებით ახორციელებს.