2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%)-ია.
იანვრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +23%).
მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთი(+20.1%), სომხეთი (+20.9%),რუსეთი (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ: ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28% ლიტვა +16%და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი + 131%, საუდის არაბეთი + 127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48%, თურქეთი +20% და სხვა.
15 ქვეყანა, საიდაინაც ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია საქართველოს
|
ქვეყანა
|
2017: იანვარი
|
2018: იანვარი
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
1
|
აზერბაიჯანი
|
115,527
|
116,503
|
976
|
0.8%
|
2
|
თურქეთი
|
79,042
|
94,959
|
15,917
|
20.1%
|
3
|
სომხეთი
|
77,528
|
93,711
|
16,183
|
20.9%
|
4
|
რუსეთი
|
62,075
|
71,141
|
9,066
|
14.6%
|
5
|
ირანი
|
8,091
|
15,570
|
7,479
|
92.4%
|
6
|
უკრაინა
|
10,232
|
10,497
|
265
|
2.6%
|
7
|
ინდოეთი
|
2,565
|
3,792
|
1,227
|
47.8%
|
8
|
ისრაელი
|
1,703
|
3,006
|
1,303
|
76.5%
|
9
|
ყაზახეთი
|
2,271
|
2,447
|
176
|
7.7%
|
10
|
ფილიპინები
|
1,997
|
2,379
|
382
|
19.1%
|
11
|
ა შ შ
|
1,819
|
1,935
|
116
|
6.4%
|
12
|
ბელარუსი
|
1,125
|
1,654
|
529
|
47.0%
|
13
|
გერმანია
|
1,561
|
1,561
|
0
|
0.0%
|
14
|
გაერთიანებული სამეფო
|
1,024
|
1,340
|
316
|
30.9%
|
15
|
საუდის არაბეთი
|
583
|
1,325
|
742
|
127.3%
|
2017 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტო რაოდენობა 7,554,936 ეწვია. (ზრდა +18.8%) მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები უცხოური ტურიზმიდან და წინასწარი მონაცემებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთა შედარებით 586 მილიონი აშშ დოლარით მეტია.