მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქალაქებად ჰონკონგი აღიარეს. კვლევა კომპანია Euromonitor-მა განახორციელა, რომლის თანახმადაც ყველაზე მონახულებადი ქალაქების რეიტინგში, უკვე მეცხრედ, ჰონკონგი ლიდერობს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2017 წელს ჰონკონგში მინიმუმ ერთი ღამე სულ 26,6 მლნ-მა ადამიანმა გაატარა. ტრანზიტული მგზავრები აღნიშნულ სტატისტიკაში შესული არ არის.
რეიტინგში მე-2 ადგილზეა ბანგკოკი, სადაც იმ ადამიანების რაოდენობამ რომელმაც ქალაქში თუნდაც ერთი ღამე დაჰყო 21,2 მლნ შეადგინა.
მე-3 პოზიციაზეა ლონდონი - 19,2 მლნ ვიზიტორით.
მე-4 პოზიციას იკავებს სინგაპური (16,6 მლნ) და ხოლო მე-5 ადგილზეა მაკაო (15,4 მლნ.).
„ტოპ-10“-ში ასევე მოხვდნენ დუბაი, პარიზი, ნიუ-იორკი, შენჩჟენი და კუალა-ლამპური.