რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა.
როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.