საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სასჯელაღსრულების სისტემაში სოციალური დაცვის სისტემა უმთავრესია. მისი თქმით, პატიმრების მკურნალობაზე 5 მილიონი ლარი იხარჯება, რაც ადრე მთლიანი სისტემის ბიუჯეტი იყო. პრეზიდენტის განმარტებით, დღეს პატიმარი და ჯარისკაცი თითქმის თანაბრად იკვებებიან, რაც შესაძლოა სამართლიანი არ იყოს, თუმცა საჭიროა იმის გამო, რომ პატიმრების ოჯახები არ დაიჩაგრონ. ამის შესახებ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა.
"ციხებში რაც არის მთავრი, არის სოციალური დაცვის სიტემა, რადგან ვლაპარაკობთ მძიმე, დაზარალებულ ოჯახებზე, რადგან დაზარალებულები არიან ის ოჯახები, საიდანაც ეს დამნაშვები არიან და თქვენ, რომ ამ ოჯახებს მათი შენახვის ტვირთი მოაშორეთ, მარტო მკურნელობაზე 5 მილიონი ლარი იხარჯება, რომელიც ადრე მთელი ციხეების ბიუჯეტი იყო. მე ვიცი, რომ ეს საკმარის არ არის, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო ბევრად მეტი გაკეთდა. მე ვიცი, რომ არ შედის "პერედაჩები" ციხებში და ეს შეიზღუდა და საკრედიტო ბარათებით ხდება ფულის შეგზავნა. კვება არის პრაქტიკულად ისე, როგორც ჯარში. პრაქტიკულად ჯარისკაცი და დამნაშავე, რომელმაც სახლემწიფოს და მოქალქეს ზიანი მიაყენა, ერთიანად იკვევება, სადღაც არ არის სამართლიანი, მაგრამ სამართლიანია იმ კუთხით, რომ მათი ოჯახები არ დაიჩაგრონ და შენახვის ტვირთი მათ არ დააწვეთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.