აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,8 მლნ ბარელით გაიზარდაა და შეადგინა 418,4 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2 მლნ ბარელით და შეადგინა 242,1 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,9 ბარელით და შეადგინა 137,9 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 127 ათასი ბარელით დღე-ღამეში 7,2 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 41 ათასი ბარელით 9,919 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,2 მლნ ბარელით და შეადგენს 664,7 მლნ ბარელს.