ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით მისი მიზანია, ომბუდსმენის ინსტიტუტს, რომელსაც დიდი მემკვიდრეობა აქვს გახდეს საკვანძო რგოლი, რომელიც იქნება მთავარი ინფორმაციის გამტარი ეფექტური სტრუქტურა.
ქვეყანაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2013 წლიდან მოქმედებს. 2013 წლიდან დღემდე ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის წარმომადგენლებისგან 1514 ბიზნესმიმართვა მიიღო, აპარატმა 404 რეკომენდაცია, დასკვნა და შუამდგომლობა გასცა.
აპარატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან მთლიანობაში 3828 შეხვედრა გამართა.
ბიზნესომბუდსმენი ასრულებს შუამავლის/მედიატორის ფუნქციას მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის. მისი უფლებამოსილება უფლებამოსილება და კომპეტენციაა ინდივიდუალურ საქმეებზე რეაგირება, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენა; საინფორმაციო – საკონსულტაციო საქმიანობა.
თუ პრობლემა წარმოქმნილია კანონმდებლობის აღსრულებისას (არასწორი ადმინისტრირებით) – მზადდება ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია, რომელიც წარედგინება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს
– თუ პრობლემა წარმოქმნილია კანონმდებლობის ხარვეზის გამო – მზადდება ბიზნესომბუდსმენის დასკვნა და ნორმატიული აქტის პროექტი, რომლებიც წარედგინება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს
ბიზნესომბუდსმენი ვალდებულია დაიცვას უფლებამოსილების განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოობა, მას აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება გამოძიებას უფლებამოსილების განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის შესახებ. ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით.