საქართველოს ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, მომავალი კვირა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან შეხვედრით დატვირთული იქნება. ბიზნესომბუდსმენის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად ორი პრობლემატური საკითხი არის გამოკვეთილი, ეს არის გაჭიანურებულო სასამართლო დავები და მცირე ბიზნესის საკითხები. მისივე ახსნით, ამ კატეგორიას უფრო ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ვიდრე მსხვილს.
ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ პრობლემატური საკითხები დასვან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად განიხილონ.