ყაზბეგის გამზირზე, წითელ ბაღთან მოზარდების დაჭრის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა სამართალდამცავებს დანაშაულის იარაღზე თავად მიუთითა. აღნიშნულის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნა, ექსპერტები უნდა შემოვიდნენ. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, სამართალდამცავებს თავისი სურვილით ჩაბარდა და თავად მიუთითა დანაშაულის იარაღზეც, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს“, - აღნიშნავს ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 2 მოზარდს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს, ერთ არასრულწლოვანს კი, ხელზე აქვს მსუბუქი ჭრილობა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ოფიციალურად მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წუყენებიათ.