ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელ ბაღთან დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი პალატაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.
„ორივე პაცინეტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დღეს დილით პალატაში გადაიყვანეს“, - აცხადებენ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 2 მოზარდს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს, ერთ არასრულწლოვანს კი, ხელზე აქვს მსუქბუქი ჭრილობა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ოფიციალურად მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წუყენებიათ.