1 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4962 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0773 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1073 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.00 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6593 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5233 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 თებერვლიდან შევა ძალაში.