თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოზარდების მკვლელობის საქმის პროცესი, რამდენიმე წუთში, მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
სხდომაზე დაზარალებული პირების დაკითხვაც იგეგმება. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. დაცვის მხარის განცხადებით კი, ისინი ახალ მტკიცებულებებს წარადგენენ.
ამ წუთებში სასამართლოში მივიდა ერთ-ერთი მოკლულის, დავით სალარიძის მამა, ზაზა სალარიძე.
პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს.
საქმეზე ორი დაკავებული მოზარდი, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.