თბილისში #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთს ფილტვის, მეორეს კი, გულ-მკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.