31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4962 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4969 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1073 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1016 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6644 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5296 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 თებერვლიდან შევა ძალაში.