დღეს, 31 იანვარს, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს "ჰილტონ თბილისი" პრეზენტაცია გაიმართება.
17:30 საათზე კი "ჰილტონ თბილისის" ინტერიერის დიზაინის ავტორი, ცნობილი არქიტექტორი და დიზაინერი, პიერო ლისსონი ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს
პიერო ლისონი არის მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დიზაინერი, სტუდია Lissoni Associati-ის თანადამფუძნებელი. სწორედ Lissoni Associati იქნება სასტუმრო Hilton Tbilisi-ის პროექტის შიდა ინტერიერის დიზაინის ავტორი.
პიერო ლისონის არქიტექტურული პროექტებია კერძო ლოფტი მონეზაში (2009), ვილა კომოსთან ახლოს (2005), სასტუმრო Mamilla იერუსალიმში (2009), სასტუმრო Monaco & Grand Canal-ის ჰოლის რეკონსტრუქცია ვენეციაში (2002-2004), Bentley Design სატუმრო სტამბულში (2002), Al Porto Design სასტუმრო ციურიხის ტბაზე (2001), Mitsui Garden სასტუმრო ტოკიოში (2005) Studio M სასტუმრო სინგაპურში (2010) და სხვა.
პიერო ლისონიმ ჰოლანდიური კომპანიის Stage Entertainment -ისთვის განახორციელა historic Teatro Nazionale (2009) რეკონსტრუქცია მილანში, რომელიც ექსკლუზიურად განკუთვნილია მიუზიკლებისათვის.