პასუხისმგებლობა იმ ექსპერტს უნდა დაეკისროს, რომელმაც სამუშაოები შეამოწმა, - ამის შესახებ შპს „ყვარელრემმშენის“ დამფუძნებლმა გიორგი ჯოხარიძემ განაცხადა, რომლის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც ჯოხარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა კომპანიამ სამუშაოები კანონის სრული დაცვით ჩაატარა.
ცნობისთვის, ჯოხარიძე რამდენიმე საათის განმავლობაში ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში დღეს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხობდა.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.