ტრაპიზონში ქართველები ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიცია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ძარცვას ედავება.
ბრალდებულების სახლიდან პოლიციამ ნაძარცვი ნივთები ამოიღო, მათ შორის იყო რამდენიმე ტელევიზორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა ტექნიკა.
სასამართლომ ორივე ბრალდებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.