პირველად ისტორიაში ავსტრალიიდან აშშ-ში ფრენა ბიოსაწვავით განხორციელდა, რეისი ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა განახორციელა. მელბრუნიდან ლოს-ანჟელესისი მიმართულებით ფრენა B787-9-ის მეშვეობით განხორციელდა და ლაინერმა მარშრუტის დაფარვას 15 საათი მოანდომა.
როგორც ირკვევა ავიასაწვავის 10%-ს მდოგვის თესლის ზეთი, ხოლო 90%-ს ჩვეულებრივი საავიაციო საწვავი წარმოადგენდა.
2020 წლისთვის Qantas-ი ბიოსაწვავით რეგულარული რეისების განხორციელებას გეგმავს.