2 თებერვალს, 12 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ახალი სტატუსით ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ პრობლემატური საკითხები დასვან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად განიხილონ.