მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე ძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მეტრო "ვარკეთილში" დღეს, 30 იანვარს, 10:30 წუთზე შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ამჟამინდელი მონაცემებით, დაშვებულია 11 ადამიანი.