"შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მეზრიშვილის განმარტებით, უწყებას უკვე მომზადებული აქვს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.