სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰაიკე ფაიჩის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული გეგმის შესახებ, რაც გულისხმობს საჯარო ფინანსების მართვის კუთხით პარლამენტთან, მთავრობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ და პროფესიულ განვითარებას.
გერმანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და გერმანიის საელჩოში გერმანია/საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი დანიელ ჰაასი.